აიესაიელი სტუმარი
 /  ღონისძიებები / აიესაიელი სტუმარი

აიესაიელი სტუმარი

რეგისტრაცია

პროექტი აიესაიელი სტუმარი აიესაის ყოფილი და ამჟამინდელი წევრების დაახლოებასა და გაცნობას ემსახურება. აიესაიელი სტუმარი არის პიროვნება, რომელიც მოღვაწეობდა ორგანიზაციაში და მან მოცემულ პერიოდში შეიძინა ისეთი გამოცდილება, რომელიც ამჟამინდელი წევრებისთვის ინფორმაციული და ღირებული იქნება.

გარდა ამისა, აიესაიელი სტუმარი შესაძლოა იყოს ადამიანი, რომელმაც ორგანიზაციაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე მოიპოვა გარკვეული წარმატება. პროექტზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ორგანიზაციის ყოფილ ან ამჟამინდელ წევრებს.

შეხვედრები იმართება სემესტრში რამდენჯერმე. სერტიფიკატები არ გაიცემა.

ISIE Statement

ISIE International School of Intellect and Education აიესაი არის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, რომელიც არის არა ფორმალური განათლების ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათი ფორმალური – საუნივერსიტეტო განათლება დაუკავშირონ რეალობას. აიესაიში ახალგაზრდები პროექტების, ღონისძიებებისა, პროგრამებისა და კონფერენციების ორგანიზების საშუალებით ახდენენ დადებით ზეგავლენას საზოგადოებაზე და ქმნიან საჭირო ცვლილებებს მომავლისთვის.

ჩვენს პროექტებში, ღონისძიებებში, კონფერენციებში, სემინარებსა და პროგრამებში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტსა და კურსდამთავრებულს აქვს მონაწილეობის უფლება.

ISIE Partners

  • > ააიპ აისეკ საქართველო (AIESEC)
  • > ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • > შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • > კავკასიის უნივერსიტეტი
  • > ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი