აიესაის ინტელექტუალური ბრძოლა
 /  კონკურსები / აიესაის ინტელექტუალური ბრძოლა

აიესაის ინტელექტუალური ბრძოლა

რეგისტრაცია

აიესაის ინტელექტუალური ბრძოლა მონაწილეებს საშუალებას აძლევს:

  • წარმოაჩინონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები

  • იდებატონ

  • გამოსცადონ თავი სტრესულ სიტუაციაში

  • გამოიმუშაონ გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარები

სამუშაო ენაქართული

პროექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ თამაშს, სადაც მონაწილეები იყოფიან გუნდებად და წარმოაჩენენ საკუთარ უპირატესობას.

პროექტის ფარგლებში ორგანიზატორებს მიეცემათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სპონსორებთან, დაუკავშირდნენ სფეროში გამოცდილ პიროვნებებს.

მონაწილეებისთვის, ისევე როგორც ორგანიზატორებისთვის გაიცემა სერთიფიკატები.

ISIE Statement

ISIE International School of Intellect and Education აიესაი არის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, რომელიც არის არა ფორმალური განათლების ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათი ფორმალური – საუნივერსიტეტო განათლება დაუკავშირონ რეალობას. აიესაიში ახალგაზრდები პროექტების, ღონისძიებებისა, პროგრამებისა და კონფერენციების ორგანიზების საშუალებით ახდენენ დადებით ზეგავლენას საზოგადოებაზე და ქმნიან საჭირო ცვლილებებს მომავლისთვის.

ჩვენს პროექტებში, ღონისძიებებში, კონფერენციებში, სემინარებსა და პროგრამებში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტსა და კურსდამთავრებულს აქვს მონაწილეობის უფლება.

ISIE Partners

  • > ააიპ აისეკ საქართველო (AIESEC)
  • > ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • > შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • > კავკასიის უნივერსიტეტი
  • > ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი