აიესაის მასტერკლასი
 /  ღონისძიებები / აიესაის მასტერკლასი

აიესაის მასტერკლასი

რეგისტრაცია

პროექტიაიესაის მასტერკლასიარის ღონისძიება, რომელიც შესაძლოა იყოს მრავალ თემაზე, იქნება ეს ჟურნალისტიკა თუ კინოხელოვნება. პროექტზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ:

  • მიიღონ საბაზისო ინფორმაცია პროექტზე შერჩეულ თემასთან დაკავშირებით

  • გაეცნონ საკუთარი ინტერესის სფეროს

  • შეხვდნენ აღნიშნულ სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს

  • აიმაღლონ ცნობიერება

პროექტის მიზანია ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება გაეცნონ არამხოლოდ იმ სფეროს, რომელშიც მოღვაწეობენ, არამედ გაეცნონ სხვა ინტერესის სფეროებსაც.

პროექტი შესაძლოა იყოს ერთდღიანი ან ორდღიანი, როცა მოწვეული სპიკერები შეხვდებიან მონაწილეებს და გაუზიარებენ მათ საკუთარ წარმატებას, მიღწევებს და ინფორმაციას.

მონაწილეებისთვის, ისევე როგორც ორგანიზატორებისთვის გაიცემა სერთიფიკატები.

ISIE Statement

ISIE International School of Intellect and Education აიესაი არის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, რომელიც არის არა ფორმალური განათლების ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათი ფორმალური – საუნივერსიტეტო განათლება დაუკავშირონ რეალობას. აიესაიში ახალგაზრდები პროექტების, ღონისძიებებისა, პროგრამებისა და კონფერენციების ორგანიზების საშუალებით ახდენენ დადებით ზეგავლენას საზოგადოებაზე და ქმნიან საჭირო ცვლილებებს მომავლისთვის.

ჩვენს პროექტებში, ღონისძიებებში, კონფერენციებში, სემინარებსა და პროგრამებში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტსა და კურსდამთავრებულს აქვს მონაწილეობის უფლება.

ISIE Partners

  • > ააიპ აისეკ საქართველო (AIESEC)
  • > ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • > შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • > კავკასიის უნივერსიტეტი
  • > ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი