პიროვნული განვითარების სემინარი

ეს არის ტრენინგებისა და პრაქტიკული სწავლებების კონცეფცია, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება გამოიკვლიონ საკუთარი პიროვნების სისუსტეები, ძლიერი მხარეები, პოტენციალი, უნარები და ინტელექტის დონე, რომ შემდგომში ეფექტურად მოახდინონ თვით-იდენტიფიცირება, თვით-რეალიზაცია და ლიდერული უნარ-ჩვევების სრულყოფა. სემინარი გაცვლითი პროგრამის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ISIE AIESEC-თან თანამშრომლობთ ახორციელებს, რადგან აქ მონაწილეები ახდენენ საკუთარი თავის ანალიზს, გეგმავენ მომავალს და გაცვლითი პროგრამის გამოცდილებას თავიანთ მიზნებს უკავშირებენ.

სემინარი ხორციელდება AIESEC-თან ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში. შესაბამისად სარეგისტრაციო გვერდი განთავსებულია ISIE-სა და AIESEC-ს ერთობლივი პროექტის საიტზე.

www.exchangeprogram.ge

ISIE Statement

ISIE International School of Intellect and Education აიესაი არის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, რომელიც არის არა ფორმალური განათლების ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათი ფორმალური – საუნივერსიტეტო განათლება დაუკავშირონ რეალობას. აიესაიში ახალგაზრდები პროექტების, ღონისძიებებისა, პროგრამებისა და კონფერენციების ორგანიზების საშუალებით ახდენენ დადებით ზეგავლენას საზოგადოებაზე და ქმნიან საჭირო ცვლილებებს მომავლისთვის.

ჩვენს პროექტებში, ღონისძიებებში, კონფერენციებში, სემინარებსა და პროგრამებში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტსა და კურსდამთავრებულს აქვს მონაწილეობის უფლება.

ISIE Partners

  • > ააიპ აისეკ საქართველო (AIESEC)
  • > ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • > შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • > კავკასიის უნივერსიტეტი
  • > ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი