„აიესაის სპიკერი“ არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ეძლევათ საშუალება:
-
დახვეწონ საჯარო გამოსვლის უნარები
-
გამოსცადონ საკუთარი თავი სტრესულ სიტუაციებში
-
მიიღონ ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილება
-
დაანახონ საკუთარი შესაძლებლობები დამსწრე საზოგადოებას
პროექტის მიზანია დაეხმაროს ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებს განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და დახვეწონ საჯარო გამოსვლის ხელოვნება.
პროექტი ძირითადად ორდღიანია, პირველ დღეს მოწვეული სპიკერები საუბრობენ საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებზე და მონაწილეებს აძლევენ რჩევებს. მეორე დღეს კი მონაწილეები ამზადებენ სფიჩს და თავად მოსინჯავენ თავს სპიკერის ამპლუაში.
მონაწილეებისთვის, ისევე როგორც ორგანიზატორებისთვის გაიცემა სერთიფიკატები.